პროფ. როჯერ ქაშმორი მეცნიერებს შეხვდა
14 თებერვალს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) ყოფილმა თავმჯდომარემ, როჯერ ქაშმორმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ნაწილთან.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, პროფ. როჯერ ქაშმორი შეხვდა საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (TIG) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ინსტიტუტის წარმომადგენლებს, მეცნიერ-თანამშრომლებს, რომლებიც ჩართული არიან ATLAS-ის და CMS-ის ექსპერიმენტებში (CERN). პროფ. ქაშმორი გაეცნო ქართველი მეცნიერების აქტივობებსა და მიღწევებს აღნიშნულ ექსპერიმენტებში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილა CERN-ის ექსპერიმენტებში საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობის მნიშვნელობა ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. შეხვედრებზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ აუცილებელია ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო კოლაბორაციის შედეგების და სარგებლიანობის შესახებ.
შეხვედრებზე, ასევე განხილული იქნა ის გამოწვევები, რომლებიც ფიზიკის მიმართულებით საქართველოს წამყვანი აკადემიური და კვლევითი ინსტიტუციების წინაშე დგას.