შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“

დღეს, 14:30 საათზე,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდა გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“.  როჯერ ქაშმორი, ასევე, არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე.

მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლაში. ლექციას ესწრებოდნენ: ვ.კომაროვის სკოლის, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა და სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი. ლექციას დამსწრე საზოგადოებისთვის თარგმინიდა დემირელის კოლეჯის მე-11 კლასის მოსწავლე ალექსანდრე ფიჩხაძე.

როჯერ ქაშმორმა მოსწავლეებს გააცნო ენერგეტიკის სფეროში არსებული ვითარება. გაუზიარა მსოფლიოში ენერგიის დაზოგვის მიზნით, წამყვანი ქვეყნების გამოცდილება და მიღწევები, რომლებიც გასათვალიწინებელია განვითარებადი ქვეყნებისთვისაც. ლექციის შემდეგ წარიმართა კითხვა-პასუხი მოსწავლეებსა და პროფესორ ქაშმორს შორის.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მადლობას უხდის ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას ლექციის ორგანიზებასა და მხარდაჭერისთვის.