შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადება

 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი  ნაწილობრივ გადავიდა დისტანციური მუშაობის   რეჟიმზე.  ამასთან,    შეუფერხებლად გაგრძელდება წვდომა ფონდის  ელექტრონულ რესურსებზე, მათ შორის, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება  ელექტრონული რეგისტრაცია,   საპროექტო განაცხადების მიღება ფონდის მიერ გამოცხადებული  კონკურსებისა და პროგრამების  ფარგლებში.

აპლიკანტებისთვის,  ყველა  დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დისტანციური სერვისები:

დარეგისტრირება რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის საგრანტო  კონკურსებზე, ასევე,

მეცნიერის პირადი პროფილის რეგისტრაცია  გრანტების მართვის ერთიან სისტემაში

დაფინანსებული გრანტების ანგარიშების შემოსატანად შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც   eflow, ასევე e-document სისტემა ორგანიზაციებისათვის და თუ რომელიმე ორგანიზაცია არ არის ჩართული ამ სისტემებში,  ანგარიშები შეუძლიათ გადმოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე  monitoring@rustaveli.org.ge

კონსულტაცია გამოცხადებულ  კონკურსებზე:

 მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი  „ლეონარდო და ვინჩი“

საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის,  ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსი

გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსი

რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი კონკურსი

დაინტერესებულ  პირებს, აპლიკანტებს   შეეძლებათ ონლაინ კონსულტაციის გავლა  ფონდის  ოფიციალური  ფეისბუქ გვერდის   

ასევე,  ელექტრონული ფოსტის მეშვეობით info@rustaveli.org.ge 

ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის ცხელ ხაზს 2200220 (4020)  24 საათის განმავლობაში

დისტანციური  საქმიანობის  რეჟიმზე  გადასვლის გადაწყვეტილება  ძალაშია შემდგომი რეკომენდაციების მიღებამდე. დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსდება რუსთაველის  სამეცნიერო  ფონდის  ფეისბუქ და  ვებგვერდებზე.