შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდი ჩინეთის სოციალური მეცნიერების აკადემიის ორგანიზებულ გლობალურ ფორუმში ჩაერთო

 

10 ივნისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სოციალური მეცნიერების აკადემიის (CASS) მიერ ორგანიზებულ გლობალურ ფორუმში. ფორუმში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდა  ჩინეთის კვლევების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის გენერალური დირექტორი - ჯემალ ფუტკარაძე და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი ამილახვარი.

 შეხვედრის დასკვნითი ნაწილი წარიმართა პანელური დისკუსიის ფორმატში. ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, სამუშაო პანელის - ,,Public Health - A New Priority to Global Governance" ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მიმოიხილა საქართველოში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშრებული გამოწვევები, სამთავრობო რეგულაციები და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების მუშაობა და ამ პროცესში სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების გამოყენების საკითხი. ამასთან, ზვიად გაბისონიამ, ფორუმში მონაწილე სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ზვიად გაბისონიამ აღნიშნა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან - ლი იანთან წარმოებული აქტიური კომუნიკაცია და  გამოთქვა სრული მზადყოფნა, რათა უახლოეს მომავალში საქართველოსა და ჩინეთს შორის,  ისტორიაში პირველად ჩამოყალიბდეს თანამშრომლობა მეცნიერებისა და კვლევის მიმართულებით. 

 აღნიშნული ფორუმის მიზანია მსოფლიოში COVID - 19  პანდემიის გავრცელებასთან დაკავშრებით გლობალური თანამშრომლობის გაძლიერება და როგორც ამ მიმართულებით თანამედროვე გამოწვევების განხილვა, ასევე პოსტ - COVID - 19 პერიოდში შესაბამისი პოლიტიკისა და ღონიძიებების მიმოხილვა. ფორუმი ჩატარდა დისტანციურ  ფორმატში, რომელმაც  უმასპინძლა მსოფლიოს წამყვან კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, ასევე სამეცნიერო პოლიტიკის მიმართულებით მოღვაწე ექსპერტებსა და ორგანიზაციების წარმომადგენლებს.