შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა ქართულ უნივერსიტეტში

18 ნოემბერს,  შოთა  რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მიმართა.

ზვიად გაბისონიამ ისაუბრა საქართველოს მეცნიერების  განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე,  პრობლემებსა და გამოწვევებზე,  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ  დაგეგმილ სიახლეებზე,  მათ შორის სამეცნიერო კვლევების შეფასების, გამოყენებითი კვლევების კომერციალიზაციის   თვალსაზრისით;  აღნიშნა, რომ ქართველოლოგიური მიმართულების განვითარება,  საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობების წინააღმდეგ მიმართული სამეცნიერო  პროექტების მხარდაჭერა და  მათი   საერთაშორისო  საზოგადოებისთვის გაცნობა    ფონდისთვის   სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრიორიტეტია, აუდიტორიას გააცნო  ისტორიაში პირველად, ფონდის  მიერ  გამოცხადებული  ახალი  მიზნობრივი  კონკურსები:  ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო პროექტების და  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების  კონკურსი, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევებისა და საგამომცემლო გრანტების კონკურსები,  ასევე, კავკასიოლოგიური მიმართულების  სამეცნიერო პროექტების კონკურსი, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. 

ფონდის გენერალურმა დირექტორმა   წარადგინა პრეზენტაცია   „საქართველოს მეცნიერების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების ახალი ეტაპი - ახალი შესაძლებლობები მეცნიერებისთვის”, ისაუბრა  საქართველოს   ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი  ორგანიზაციის-   EURAXESS-ის    წევრობის  მნიშვნელობაზე -  ფართო შესაძლებლობებსა და ახალ  სერვისებზე  საქართველოს მეცნიერებისთვის მისი განვითარებისა და მაღალევროპულ სტანდარტებზე ასაყვანად.

დასასრულს, ზვიად გაბისონიამ შეხვედრის მონაწილე ცნობილი მეცნიერების კითხვებს უპასუხა, მოისმინა მათი თვალსაზრისი და წინადადებები მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე.