შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის შეხვედრა საბუნებისმეტყველო მიმართულების კვლევით ინსტიტუტებთან

1 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია  საბუნებისმეტყველო მიმართულების 17  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელს შეხვდა.

წარმომადგენლობით შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ საქართველოს   ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი  ორგანიზაციის-   EURAXESS-ის  წევრობის  მნიშვნელობაზე  -  საქართველოს მეცნიერებისთვის ახალ  ფართო შესაძლებლობებსა და   სერვისებზე ისაუბრა.  ყურადღება გაამახვილა ქართული მეცნიერების წინაშე მდგარ გამოწვევებზე,  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაგეგმილ სიახლეებზე, რეფორმატულ ნაბიჯებზე,  მომავალი წლის  გეგმებსა და სამეცნიერო  პრიორიტეტებზე,   ფონდის  ბიუჯეტის განაწილების პრინციპებზე,  სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციაზე, კვლევების შეფასების ახალ ევროპულ მოდელსა და  მეცნიერების კლასიფიკატორის ERC-ის სტანდარტზე  გადასვლის მნიშვნელობაზე. 

დასასრულს, ზვიად გაბისონიამ უპასუხა დამსწრე აუდიტორიის, მეცნიერების მრავალრიცხოვან შეკითხვებს  მეცნიერებაში  მიმდინარე რთულ  პროცესებსა და  მათი  გადაჭრის გზებზე. ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა დავით ნადარეიშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდის გენერალურ დირექტორს, მან  საქართველოს  EURAXESS- ში გაერთიანება შეაფასა, როგორც დიდი გარღვევა და წინგადადგმული ნაბიჯი   ქართულ მეცნიერებაში.