რუსთაველის ფონდისა და მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2026 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსი
ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მოლდოვას კვლევისა და განვითარების ეროვნული სააგენტოს (NARD) 2026 წლის ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საგრანტო კონკურსს.
კონკურსის აბრევიატურა: ( SRNSFG - GM)
კონკურსის მიზანი :
- მეცნიერების სფეროში საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავება;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მეცნიერთა ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარება;
- ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად, ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერება.
საპროექტო განაცხადის ტიპი : ერთობლივი
კონკურსის ადმინისტრირება:
კონკურსის ადმინისტრირების ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტის წარდგენა ჯერ NARD ელექტრონულ სისტემაში (იგზავნება მხოლოდ საპროექტო წინადადება - დანართი 4 ინგლისურ ენაზე) და შემდეგ სრული საკონკურსო განაცხადის რეგისტრაცია ფონდის ელექტრონულ ბაზაში ( ქართულ და ინგლისურ ენებზე);
გ) ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა;
დ) პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის პროგრამასა და პირობებთან;
ე) პროექტების შეფასება კომისიის მიერ;
ვ) ფონდისა და NARD-ის შეთანხმების საფუძველზე შერჩეული დასაფინასებელი პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ;
ზ) საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება;
თ) საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსება.
ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები : გამოქვეყნდება მოგვიანებით;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
ა)საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 11 დეკემბრის ბრძანება N133/ნ;
ბ) ფონდსა და მოლდოვას რესპუბლიკის კვლევისა და განვითარების ეროვნულ სააგენტოს (NARD) გაფორმებული შეთანხმება;
გ) ფონდის გენერალური დირექტორის 2026 წლის 13 ოქტომბრის N1447019 ბრძანება;
- კონკურსის პირობები (დანართი №1) - ქართულ ენაზე
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი №2, ნიმუში);
- პროექტის რეზიუმე (დანართი №3) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- საპროქტო წინადადება (დანართი №4)- ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- გეგმა-გრაფიკი (დანართი №5)-ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- ბიუჯეტი (დანართი№6)- ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- პროფესიული ბიოგრაფია (დანართი №7);
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი №8)- ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 9); გენერირდება GMUS-ში.
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი(დანართი№10).
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული - გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია ბმული
კონკურსის კოორდინატორები:
ირინე კვირიკეიშვილი - პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4012)
kvirikeishvili@rustaveli.org.ge
მარიამ ბეციაშვილი -პროგრამული საკითხები - +(995 32) 2 200 220 (4301)
mbetsiashvili@rustaveli.org.ge
ფინანსური კონსულტანტები:
მადინა გაურგაშვილი - +(995 32) 2 200 220 (4305) gaurgashvili@rustaveli.org.ge
მარიამ ჯაბნიაშვილი - +(995 32) 2 200 220 (4322) m.jabniashvili@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!