შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა ბოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური  დირექტორი  ერეკლე ასტახიშვილი  გერმანიის ქალაქ ბოხუმის რურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს  -  იორნ ბენზინგერს,  კრისტიან ულნერისა   და  ელენ რეშს შეხვდა,  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სამეცნიერო თანამშრომლობის  გაფართოების მიზნით.

გერმანულმა მხარის წარმომადგენლებმა  ისაუბრეს ბოხუმის მეცნიერების სკოლის მოქმედ პროგრამებსა  და ტრენინგებზე , რაც  ახალგაზრდა  მეცნიერებისთვის   აკადემიურ,   კვლევით სფეროში და ბიზნესის მიმართულებით პროფესიული   წინსვლის ძლიერი  ხელშემწყობი საშუალებაა.  

რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა გერმანულ მხარეს გააცნო ფონდის საქმიანობა და სამეცნიერო სფეროში ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.