რუსთაველის ფონდმა გერმანიის კვლევითი ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კვლევითი ფონდის (DFG) წარმომადგენლებს, გენერალურ მდივანს ჰაიდე არენსსა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელს, იორგ შნაიდერს უმასპინძლა.
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე ასტახიშვილმა გერმანელ კოლეგებს გააცნო ფონდის, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ესაუბრა ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საფრანტო კონკურსებისა და პროგრამების მართვის, დაფინანსებისა და მონიტორინგის არსებულ სქემებზე, ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო პროგრამებზე, ასევე, ფონდის სამომავლო გეგმებზე. საუბრისას ყურადღება გამახვილდა, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და გერმანიის კვლევით ფონდს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ცოდნაზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.