შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის ფონდმა „პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” წარმომადგენლებს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ და ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს „პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” წარმომადგენლებთან. აღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს პოლონეთის სახელმწიფო ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაა პოლონეთის თანამედროვე ისტორიის კვლევა და პოპულარიზაცია, კონკრეტულად კი იმ დანაშაულთა გამოძიება, რომლებიც მოიცავს  გასულ საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის დროსა  და ასევე კომუნიზმის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს.

შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის პოლონეთის სახელმწიფოს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. მან გამოთქვა სურვილი   აღნიშნულ ორგანიზაციასთან ურთიერთობის წამოწყების თაობაზე, რაც ითვალისწინებს ერთობლივი საგრანტო პროგრამისა და თანამშრომლობის ინიცირებას და  ხელს შეუწყობს  ქართველი და პოლონელი მეცნიერი-ისტორიკოსების ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას.  პოლონეთის მხარე მიესალმა აღნიშნულ ინიციატივას და დააფიქსირა ინტერესი და მზადყოფნა ქართულ მხარესთან  თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.