რუსთაველის ფონდმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) წარმომადგენელს უმასპინძლა
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) გენერალური დირექტორის მრჩეველთან, აიდინ ტურენბაევთან გამართა შეხვედრა.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების გზები. აღინიშნა, რომ პარტნიორები აქტიურად დაუჭერენ მხარს მკვლევართა გაცვლით პროგრამებს. ასევე, ხაზი გაესვა ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდა ISTC-ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ირინა ხომერიკი.
საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC) დაარსდა 1992 წლის შეთანხმებით, როგორც მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. საქართველო ISTC-ის 1994 წელს შეუერთდა. ISTC წარმოადგენს საქართველოში მეცნიერების მხარდამჭერ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას, რომლის მიერ დაფინანსდა 160-მდე სამეცნიერო პროექტი 32 მილიონი აშშ დოლარამდე მთლიანი ბიუჯეტით.