შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად თეიმურაზ დოჭვირი დაინიშნა

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა   შოთა  რუსთაველის საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ფონდის ახალი  გენერალური დირექტორი, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ დოჭვირი წარუდგინა.   შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, როგორც ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციის როლსა და მნიშვნელობას, მისი  საქმიანობის  ძირითად  მიმართულებებსა  და  სამომავლო  პრიორიტეტებს.  ყურადღება გამახვილდა  ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა   და საერთაშორისო პროგრამების მიზნების შესაბამისად, მაღალი ხარისხის,  ინოვაციური  სამეცნიერო კვლევების   მხარდაჭერისა და  ამით   ქვეყნის  სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის,  საქართველოს მეცნიერების   საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში  ინტეგრირების   საკითხებზე.

თეიმურაზ დოჭვირი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 21 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, მონოგრაფია, არის  ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების მონაწილე.