შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

საერთაშორისო კონფერენცია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით

2-4 ოქტომბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია,  შოთა   რუსთაველის   საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის  მხარდაჭერით   ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას  „კულტურული ხორბალი ევროპის ქვეყნებში  და საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ - ერთი კერა ”.

2 ოქტომბერს, საერთაშორისო კონფერენცია  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდენტმა გურამ  ალექსიძემ გახსნა;  მონაწილეებს მიესალმა  შოთა   რუსთაველის   საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი  ზვიად  გაბისონია,  რომელმაც  ისაუბრა  ხორბლის კულტურის  მრავალსაუკუნოვან  ტრადიციებსა და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე  საქართველოში, იმ ფაქტზე, რომ მსოფლიოში 20 ენდემური ჯიშიდან 5 ქართულია, თუმცა, დღეს საქართველოში  მოხმარებული  ხორბლის უდიდესი ნაწილი - 84 პროცენტი იმპორტირებულია,  ამიტომ, რუსთაველის სამეცნიერო ფონდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს  ამ მიმართულების კვლევების,  მასშტაბური    საერთაშორისო კონფერენციების მხარდაჭერას, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით  მიმართეს  საქართველოს განათლების, მეცნიერების,  კულტურისა და სპორტის სამინისტროს  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  სამმართველოს უფროსმა ზაზა მარუაშვილმა,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა,  ცნობილი მეცნიერებმა საფრანგეთიდან,  იტალიიდან,  ესპანეთიდან  უკრაინიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.