საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე
2018 წლის 4-5 მაისს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის გამართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “ხელოსნობიდან ხელოვნებამდე.”
კონფერენცია მიეძღვნა იმ პროცესებისა და მოვლენების ინტერდისციპლინარულ კონტექსტში გაანალიზებას, რომლებმაც განაპირობა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ხელოსნური ნაწარმის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების კატეგორიიდან, მაღალი ხელოვნების ნიმუშებად ტრანსფორმაცია.
კონფერენცია გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.