შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ

2019 წლის 5 მარტს,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ტრენინგ ცენტრის ფარგლებში, საფრანგეთის საელჩოსა და  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით,  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოსა და საფრანგეთის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ

ღონისძიება მიზნად ისახავდა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე და სამომავლო სამეცნიერო ურთიერთობებისა და პერსპექტივების მიმოხილვას. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ტოსატი. საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშემ - ქალბატონმა ელეონორ გარნიემ და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა მიმოიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

  • საფრანგეთის კვლევითი გარემო
  • საგრანტო სქემები და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივები
  • სამეცნიერო გაცვლითი და მობილობის პროგრამები
  • საფრანგეთის მონაწილეობა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში „ჰორიზონტი 2020’’

სესიის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.