საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე
მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 19 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზაციული ხელშეწყობით თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორიაში ჩატარდა „საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღე“, რომელზეც განიხილეს საქართველო-გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის წარმატებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა გერმანიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (DFG), ჰუმბოლტისა (AvH) და ფოლკსვაგენის (VW) ფონდების, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), ლეიბნიცისა და ჰელმჰოლცის ასოციაციებისა და წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების მაღალი რანგის თანამდებობის პირები.
„საქართველო-გერმანიის მეცნიერების დღის“ მეორე ნახევარი დაეთმო ე.წ. საშუამავლო ღონისძიების მსგავს ბილატერალურ შეხვედრებს (Market Opportunities), სადაც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებების წარმომადგენლები გერმანულ დელეგაციას აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე აქტუალური კვლევითი პროექტების შესახებ და განიხილავდნენ შესაძლო ერთობლივი თანამშრომლობისა და თანადაფინანსების მოძიების საკითხებს.
იხილეთ ღონისძიებაში მონაწილე მომხსენებელთა პრეზენტაციები:
Michael Schlicht - Germany as a partner for cooperation in science, research and innovation
Hans Ströher- Helmholtz Association
Bernhard Misof - Leibniz Association
Balthasar Kinkel - From research to innovation: How Fraunhofer spur knowledge and technology transfer
Manana Mikaberidze - SRNSF-Support Programmes for International Cooperation
Martin Praxenthaler - DAAD research funding opportunities
Matthias Nöllenburg- The Volkswagen Foundation and its funding initiative in/on the Caucasus and Central Asia
Christian Schaich - Deutsche Forschungsgemeinschaft- Support Programmes for International Cooperation
Joni Apakidze - Exzellenz verbindet –be part of a worldwide network
Hans Ströher - Georgian-German STI cooperation in practice – past experience and current activities
Bernhard Misof - Partnership with ILIAUNI
Dimitri E. Khoshtariya - Interdisciplinary German-Georgian research collaboration on the mechanisms of biomolecular processes
George Melikadze - Geothermal gradients at hydrothermal areas of Georgia” 2013-2015
Maya Razmadze - Georgian-German Cooperation in Practice: Experiences; Reflections and Recommendations
Manfred Nawroth - Cooperation projects of the Prussian Cultural Heritage Foundation and the Georgian National Museum in archaeology and culture
Oliver Reisner - Georgian-German Day of Science - Experience in bilateral cooperation and future prospects in STI