შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა მეცნიერებთან

16 მარტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის კონკურსების გამარჯვებულებთან(მეცნიერები, დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები, მაგისტრანტები).

შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საქართველოს მთავრობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მეცნიერების პოპულარიზაცია. ღონისძიების კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის  2017 წლის კონკურსების გამარჯვებულების შეხვედრა, ძირითადი ტენდენციების, დაფინანსებული დარგებისა და ინსტიტუციების წარმოჩენა, არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის მიწოდება და აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის ინიცირება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში და  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

საქართველოს მთავრობის სამეცნიერო საზოგადოებასთან შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში მიმდინარე პროგრესული ცვლილებებისა და მიღწევების გასაჯაროებას, ფართო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის როლის ხაზგასმას, სამეცნიერო კვლევებით არასახელმწიფო სექტორის დაინტერესებასა და პოტენციური ინვესტორების მოზიდვის წახალისებას.

ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა, რომელმაც ისაუბრა - განათლებისა და მეცნიერების განახლებული სტრატეგიასა და სამინისტროს გეგმებზე.

დამსწრე საზოგადოების წინაშე პრეზენტაციით წარდგა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ქალბატონი მანანა მიქაბერიძე, რომელმაც მიმოიხილა 2017 წლის საგრანტო კონკურსები და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. გამომსვლელთა შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ალექსანდრე თევზაძე. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა  დაესვა შეკითხვები საჭირბოროტო საკითხებზე.

 

დარბაზში პარალელურად წარმოდგენილი იყო მცირე გამოფენა ფონდის გამარჯვებული პროექტების ფარგლებში შესრულებული აკადემიური და სამეცნიერო გამოცემების შესახებ.

იხილეთ პრეზენტაცია