შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ინსტიტუციებისგან შემდგარ კონსორციუმის წარმომადგენლებთან

26 ივლისს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუციისაგან შემდგარ კონსორციუმის წევრებთან. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს Clarivate Analytics-თან თანამშრომლობის პირობები. აღნიშნული კომპანია თავს უყრის მონაცემებს და ატარებს ანალიზს მეცნიერებისა და ინოვაციის სფეროში. Clarivate Analytics-ის ბაზებში იძებნება  სამეცნიერო და აკადემიური კვლევები, პატენტის ანალიზი და სარეგულაციო სტანდარტები, სავაჭრო ნიშნის დაცვა, ინტელექტუალური საკუთრების მენეჯმენტი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ Clarivate Analytics ფლობს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობას Web of Science, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს როგორც უახლეს, ასევე გასული საუკუნის (1990-2017) სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, წიგნებს და ა.შ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება Clarivate Analytics-თან, რათა კონსორციუმის წევრმა ინსტიტუციებმა მიიღონ წვდომა აღნიშნული კომპანიის გარკვეულ პროდუქტებზე.  კონსორციუმში შემავალი ინსტიტუციებია:

·         საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;

·         ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

·         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;

·         საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი;

·         ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

·         საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

·         თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

·         ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

·         აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

·         სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

·         შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

·         აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ;

·         თავისუფალი უნივერსიტეტი;

·         საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი.

 უახლოეს მომავალში ჩატარდება დამატებითი სამუშაო შეხვედრა თანამშრომლობის კონკრეტული პირობების შესამუშავებლად.