შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა დიდი წარმატებით იასპარეზეს

ფიზიკის (IPHO 2023)  53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს იაპონიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე, ერთი საპატიო სიგელი  მოიპოვეს.  ვერცხლის  მედლის მფლობელები  გახდნენ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199  საჯარო სკოლის მოსწავლეები ირაკლი უგულავა და დაჩი ჭოტაშვილი,  ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს  კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199  საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლუკა თვალავაძემ და ანდრია მანჯავიძემ. საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ამავე სკოლის მოსწავლე ბიძინა გაგნიძე .

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა   და მონაწილეობა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

გუნდის ლიდერია რამაზ ხომერიკი და თანალიდერი გრიგოლ ფერაძე, ასისტენტი- გიორგი ბახტაძე. საქართველოს ეროვნული ნაკრები წელს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურში გადასული მოსწავლეებით დაკომპლექტდა. მათ დამატებითი ორი შესარჩევი ტური გაიარეს, ნაკრებისა და რეზერვის შემადგენლობა კი, ორივე ტურში დაგროვილი ქულების ჯამის მიხედვით განისაზღვრა.

საერთაშორისო სასწავლო  ოლიმპიადები გამოირჩევიან მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით.  მათი მიზანია  სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა  და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა.