საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამართულ ფიზიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPHO 2024). საქართველოს ნაკრებმა გუნდმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლუკა თვალავაძე და თორნიკე ცაძიკიძე, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით კლდიაშვილმა და ცოტნე გიორგაძემ.
ფიზიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია რამაზ ხომერიკი , თანალიდერი - გრიგოლ ფერაძე, ასისტენტი-გიორგი ბახტაძე, დამხმარე პედაგოგი - ზურაბ უგულავა.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან. მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.