შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ავსტრალიაში გამართულ მათემატიკის (IMO 2025) 66 -ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ავსტრალიაში გამართულ მათემატიკის (IMO 2025) 66 -ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ივანე კობაიძემ და ირაკლი შეროზიამ, საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები სანდრო ჟღენტი, ვანო ელიზბარაშვილი და თევდორე ონაშვილი.
მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
გუნდის ლიდერია გიორგი ჭელიძე, თანალიდერი - გივი ნადიბაიძე, ასისტენტი- გიორგი სვანაძე, დამხმარე პედაგოგი- ივანე გოქაძე.
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადები მასშტაბურობითა და ხანგრძლივი გამოცდილებით გამოირჩევიან; მათი მიზანია სხვადასხვა დისციპლინაში მოსწავლეების ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება-დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.