შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა

 

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან გაბიტაშვილი ესწრებოდნენ.

 შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საავიაციო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, დოქტორანტები და მაგისტრანტები. სამუშაო შეხვედრა გახსნა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ტეფნაძემ და მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის. ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია აქტიური ჩართულობა  უნივერსიტეტის მხრიდან   ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში   უნივერსიტეტის სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა, სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროცესების ხელშეწყობისა და შემდგომი განვითარების მიზნით. სამუშაო შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმით დასრულდა.

 ბოლოს, სტუმრებმა დაათვალიერეს საავიაციო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საინჟინრო ფაკულტეტის ლაბორატორიული ბაზა, საფრენოსნო საწაფები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.