შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოების ბონის ოფისის ხელმძღვანელობასთან

თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოების (JSPS) ბონის ოფისის დირექტორი პროფ. კიიჩი ქოდაირა და დირექტორის მოადგილე იურიკო ნიშიზაკი ეწვია. დღეს მათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს წარმომადგენელთან ერთად, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფონდის დირექტორს და თანამშრომლებს  ის პროგრამები და შესაძლებლობები გააცნეს, რომელიც საქართველოსა და იაპონიის მეცნიერთა შორის კოლაბორაციული კვლევის ინიცირებას  და ახალგაზრდა მეცნიერთა მობილობას შეუწყობს ხელს.  ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო თანამშრომლობით დაინტერესებული იაპონელი მეცნიერების შესახებ (http://researchmap.jp/).  შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე  და დასახეს თანამშრომლობის გეგმა.

იაპონიის მეცნიერების განვითარების საზოგადოება (JSPS) 1932 წელს დაარსდა და იგი იაპონიის მასშტაბით მეცნიერთა მხარდამჭერი უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც მეცნიერების განვითარების პროგრამათა ფართო სპექტრს ახორციელებს.