შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

23 სექტემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა  ფონდის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ინსტიტუციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერისა და ინოვაციური, გამოყენებითი კვლევების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე გენერალურმა დირექტორმა ფონდის სახელით სრული მზადყოფნა გამოხატა, სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ერთობლივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.