შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა საფრანგეთის ეროვნულ კვლევით ცენრტთან

30 ივნისს, ორმხრივი თანამშრომლობის მიზნით, გაიმართა შეხვედრა რუსთაველის ფონდსა და საფრანგეთის ეროვნულ კვლევით ცენტრს შორის (Irstea). კვლევით ცენტრს წარმოადგენდნენ: რაულ მილე (საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი),  პირიკ  ჟივონი (გენერალური დირექტორი). ტერი ბურტე (სამეცნიერო და საუნივერსიტეტო კოოპერაციის ატაშე და, ამავდროულად, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელი).

მხარეებმა ისაუბრეს ფონდისა და კვლევითი ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე. საფრანგეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა თავიანთ პრეზენტაციაში Irstea-ს მიმართულებებსა და ინტერესებს გაუსვეს ხაზი. საფრანგეთის მხარის მიერ გამოიხატა სურვილი და მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს მეცნიერებთან (ერთობლივად განავითარონ კვლევითი პროექტები პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ში წარსადგენად), გაუზიარონ გამოცდილება დაინტერესებულ პირებს,  ითანამშრომლონ პოლიტიკის შემმუშავებელ და განმახორციელებელ სააგენტოებთან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის სფეროში საჯარო პოლიტიკის განსაზღვრის მიმართულებით.