შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შეხვედრა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან

 

12 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა , ჯაბა სამუშიამ შეხვედრა გამართა საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან დაესუ ჩანგთან.  შეხვედრაზე ფონდის გენერალურმა დირექტორმა ელჩს გააცნო ფონდის საქმიანობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. კორეის მხარემ ინტერესი გამოხატა ქვეყნებს შორის სამეცნიერო მიმართულებით ინფორმაციის გაზიარებისა და შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის დამყარების მიზნით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს კორეისა და საქართველოს მეცნიერების ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერასა და  Post  Covid კვლევების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.