შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობა ზვიად გაბისონიამ დაიკავა

2018 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე  წარადგინა ზვიად გაბისონია.

ზვიად გაბისონია გახლავთ სამართლის დოქტორი, ჰამბურგის, ბრემენისა და ბონის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. გავლილი აქვს სტაჟირება ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, ჰამბურგის საზღვარგარეთ ქვეყნებში და საერთაშორისო კერძო სამართლის კვლევით ინსტიტუტებში. იყო აშშ-ს კონგრესის, DAAD-ის  (გერმანია) და მაქს პლანკის ინსტიტუტის სტიპენდიანტი.

ზვიად გაბისონიას ეკავა სხვადასხვა აკადემიური თანამდებობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ღია უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. იგი გახლავთ 5 წიგნისა და 30 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.