შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გერმანიის კვლევით ფონდს (DFG) უმასპინძლა

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა  გერმანიის კვლევითი ფონდის (DFG)  წარმომადგენლებთან, იორგ შნაიდერთან და იორნ აშტერბერგთან გამართა შეხვედრა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობის მიმოხილვა, თანამშრომლობის გაღრმავება და მხარდაჭერა.

ფონდის გენერალური დირექტორი თეიმურაზ დოჭვირი გერმანელ კოლეგებს   ესაუბრა ფონდის საქმიანობის  ძირითადი მიმართულებების,   ფონდის  მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა და პროგრამების მართვის, დაფინანსებისა და მონიტორინგის   სქემების,  ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამების და სამომავლო გეგმების შესახებ.

სამუშაო შეხვედრა გაგრძელდა საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად, სადაც სტუმრებმა  დამსწრე საზოგადოებას გააცნეს გერმანიის კვლევითი ფონდის    საქმიანობა, მისია და აქტივობები. ასვე  ისაუბრეს  ბილატერალური კონკურსის თაობაზე, სადაც ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ  გერმანელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ საერთო პროექტებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები დასახეს.