შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას მონაცემთა პორტატულობისა და სერვისების ინკუბატორი (DAPSI) – ს 2020 წლის საგრანტო პროგრამის შესახებ

Data Portability & Services Incubator (DAPSI) –ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ინოვატორებს, ევროპის სივრცესა და საქართველოში, საშუალებს აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროპული კომისიის მიერ დაფინანსებულ მომავლის თაობის ინტერნეტინიციატივის 9 თვიან პროგრამაში (2020 წლის სქეტემბერი- 2022 წლის მაისი).

პროგრამა ითვალისწინებს:

  • დაფინანსებას 150 000 ევრომდე,
  • წვდომას უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურაზე,
  • ტრენინგებს და სწავლებას,
  • შესაძლებლობას, მიიღოთ მონაწილეობა მომავლის ინტერნეტ სივრცის ეკოსისტემის შექმნაში

კონკურსის ძირითად მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს პირები/ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი საქმიანობა ეხება ონლაინ პლატფორმიდან პლატფორმაზე მონაცემთა პორტირებისა და ღრუბლოვანი სისტემების სერვისების შექმნასა და განვითარებას.

DAPSI-ს მართავს შესაბამის სფეროებში მომუშავე 6 გამოცდილი პარტნიორისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც შედგება შემდეგი წევრებისაგან: Zabala Innovation Consulting (ესპანეთი), F6S (ირლანდია), Cap Digital (საფრანგეთი), IMT Starter (საფრანგეთი), Fraunhofer IAS (გერმანია) და Engineering (იტალია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე მკვლევრებსა და ინოვატორებს;
  • მკვლევრებსა და ვებ-პროგრამირების სპეციალისტებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კვლევით დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამეცნიერო ფონდებსა და კვლევით ცენტრებში ან საწარმოებში.

მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგი ფორმატით:

  • ინდივიდუალურად ან რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი გუნდებისათვის;
  • ორგანიზაციებისთვის ინდივიდუალურად ან რამდენიმე ინსტიტუციისაგან/ორგანიზაციისაგან შემდგარი კონსორციუმებისათვის.

კონკურსის, მონაწილეობის მიღების წესის, კონკურსის პირობების, სააპლიკაციო ფორმის შაბლონისა და სხვა ნებისმიერი სახის დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ წერილობით მიმართოდ DAPSI-ის წარმომადგენლებს ელ ფოსტაზე: dapsi@ngi.eu ან ეწვიოთ ვებ-გვერდს.

კონკურსში რეგისტრაციის პირობების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს.

გთხოვთ იხილოთ კონკურსის გზამკვლევი დოკუმენტი:

დანართი №1 - გზამკვლევი აპლიკანტებისათვის.

ყურადღება: განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 22 აპრილი 14:00 (საქართველოს დროით).