შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტთან თანამშრომლობით მუშაობს გამოყენებითი კვლევის ახალ საგრანტო კონკურსზე

2022 წლის 22 ივნისს  მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ვირტუალური სემინარი სახელწოდებით „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დაფინანსების ახალი ინსტრუმენტები“.

სემინარს ესწრებოდნენ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, ასოციაციებისა და კომპანიების წარმომადგენლები სხვადასხვა დარგიდან. სემინარი ეხებოდა გამოყენებითი კვლევის საგრანტო კონკურსის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ტექნოლოგიების ტრანსფერისა და კომერციალიზაციის საჭიროებებზე.

სემინარი მიზნად ისახავდა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების, ასევე საწარმო სექტორში შესაბამისი დაინტერესებული მხარეების საჭიროებებისა და მოლოდინების იდენტიფიცირებას და ბიზნეს სექტორისთვის ინფორმაციის მიწოდებას თანამშრომლობისთვის საჭირო მოთხოვნების, ინიციატივების და დაბრკოლებების შესახებ.  ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საგრანტო კონკურსისა და ზოგადად ფონდის განვითარებისთვის. სემინარის მოდერატორები იყვენენ ტვინინგის პროექტის ექსპერტები გერმანიის პროექტების მართვის სააგენტოდან და ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის ინსტიტუტიდან.

ავსტრიის გარემოს დაცვის სააგენტოს საერთაშორისო კონსორციუმი  Joanneum კვლევით ცენტრთან (ავსტრია), ავსტრიის სამეცნიერო ფონდთან, ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოსთან, DLR პროექტის მართვის სააგენტოსთან (გერმანია) და დაუგავპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია) პარტნიორობით, აძლიერებს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შესაძლებლობებს საგრანტო პროგრამების გადახევით და გაუმჯობესებით, რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტების გათვალისწინებით.

 

წინამდებარე პუბლიკაცია შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით, რაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ასახავს  ევროკავშირის შეხედულებებს. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის პარტნიორები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით :

  • თამრიკო მიქაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელი Mikadze@eeas.europa.eu
  • ინეს გავარანე, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „  ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ რეზიდენტი მრჩეველი”gavarane@du.lv