შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის 2025 წლის საგრანტო კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2025 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“- ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას შემდეგი სუბიექტებისთვის:
ა) ახალგაზრდა მეცნიერებისთვის (საქართველოს მოქალაქე, რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დღიდან კონკურსის გამოცხადების დღემდე გასულია არაუმეტეს 12 წლისა) - სტიპენდიის ხანგრძლივობა: არანაკლებ 2 თვისა და არაუმეტეს 6 თვისა;
ბ) დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 3 თვე ;
გ) ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებისთვის - სტიპენდიის ხანგრძლივობა: 6 თვე
სტაჟირება უნდა განხორციელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან - 30 ნოემბრის პერიოდში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს DAAD-ის კლასიფიკატორის შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
ა) ენები და კულტურის კვლევები;
ბ) სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;
გ) მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
დ) მედიცინა;
ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;
ვ) ინჟინერია;
ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები;
დეტალური ინფორმაცია კონკურსის წინაპირობების შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ დოკუმენტებში:
- მინისტრის ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება N 20
- კონკურსის პირობები დანართი 1
პროექტი და დანართ 1-ში მითითებული დოკუმენტები უნდა აიტვირთოს DAAD-ის ელექტრონულ პორტალზე, სადაც რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 მარტის 23:00 სთ - ბმული
ფონდის კანცელარიაში უნდა ჩაბარდეს:
ა) კვლევითი პროექტი ქართულ ენაზე;
ბ) პროექტის ბიუჯეტი ქართულ ენაზე (დანართი 2)
გ) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 3)
ფონდის კანცელარიაში განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 26 მარტის, 17:00 საათის ჩათვლით;
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები (შეხვედრის ბმული განთავსდება მოგვიანებით) :
11 მარტი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
13 მარტი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
17 მარტი - 11:00 საათი - შეხვედრის ბმული
19 მარტი - 11:00 საათი -შეხვედრის ბმული
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ:
DAAD საქართველო / თბილისის რეგიონული ოფისი:
ნინო ანთაძე
თამარ ლაცაბიძე
ტელ.: 2 920 926
info@daad-georgia.org
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს:
რუსუდან ჯობავა
+(995 32) 2 200 220 4022
თუთა შენგელია
+(995 32) 2 200 220 4019
ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!
ფონდი გისურვებთ წარმატებებს!