შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

SRNS-Elsevier - მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და სემინარი გაიმართა

2016 წლის 4 მაისს „ელსევიერისა“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა მეცნიერებისა და განვითარების ფორუმი და „ელსევიერის“ სემინარი.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო ELSEVIER-ის ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტების რექტორები და სამეცნიერო - კვლევითი ცენტრების კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების წარმომადგენლები, ასევე, ELSEVIER-ის გამომცემლობით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება.

ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდების განყოფილების ხელმძღვანელი გიგა ხოსიტაშვილი და Elsevier-ის წარმომადგენლები ლუსი ბუდოვა და კრიშტოფ ჟიმანსკი.

მომხსენებლებმა ისაუბრებს კვლევების განვითარების სტრატეგიაზე, მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებაზე, არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე, ფონდის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე და შედეგებზე. ფორუმის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ღონისძიების მეორე ნაწილში-სემინარზე „ელსევიერის“ ინსტრუქტორებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს „ელსევიერის“ ბაზაში მუშაობის შესაძლებლობები.  კერძოდ,  Science Direct-ში, Scopus-სა და Mendeley-ის სისტემებში პუბლიკაციების, ბიბლიომეტრული ინფორმაციის ძიებისა და საკუთარი კვლევებისათვის რეფერენსების მართვის საშუალებები.

ფორუმისა და სემინარის პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე: 

გიორგი შარვაშიძე

მარინე ჩიტაშვილი

ლუსი ბუდოვა

კრიშტოფ ჟიმანსკი

გიგა ხოსიტაშვილი