შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს 2016 წლის საგრანტო კონკურსების კალენდარს

2016 წლის საგრანტო კონკურსების კალენდარი

2016 წლის 4 იანვრიდან 10 თებერვლამდე გამოცხადდება შემდეგი კონკურსები და პროგრამები:

  1. ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი (YS);
  2. ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი (TG – I ნაკადი);
  3. ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი (UO GSP);
  4. საერთაშორისო კონფერენციების საგრანტო კონკურსი (CONF);
  5. სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი (SS);
  6. ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსი (IG);
  7. მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ (LEO);
  8. მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი (MR).

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის მოსაპოვებლად.

კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით კვლევების ხარისხის ზრდის ხელშეწყობა, კვლევითი უნარ-ჩვევებისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება და გაუმჯობესება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობაა ორი წელი, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს (წელიწადში 30 000 ლარს).

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს(პირველი ნაკადი). აღნიშნული კონკურსი საყურადღებოა 2016 წლის 15 მარტიდან 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეებისთვის.

 

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერთა მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და დაეხმაროს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

2016 წლის ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

  • პირველი ნაკადი - 15.03.2016 - 30.06.2016 პერიოდში სამეცნიერო კონფერენციაზე მოგზაურობისთვის;
  • მეორე ნაკადი - 1.06.2016 - 31.10.2016 პერიოდში სამეცნიერო კონფერენციაზე მოგზაურობისთვის;
  • მესამე ნაკადი - 1.10.2016 - 15.03.2017 პერიოდში სამეცნიერო კონფერენციაზე მოგზაურობისთვის.

ვიზიტის შესაძლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 8 დღე. სასურველია თანადაფინანსების კომპონენტის არსებობა. აუცილებელი მოთხოვნაა სამეცნიერო ღონისძიებაზე ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით გამოსვლა და კონკურსში მონაწილეობისას შესაბამისი მოწვევისა და დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსს.

 

2015 წელს 23 ოქტომბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინურ სკოლაში დაარსდა საქართველოს შემსწავლელი კვლევების პროგრამა. 2015 წლის 12 ნოემბერს ხელი მოეწერა ოქსფორდის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ყოველწლიურად 2 მკვლევარი დაფინანსდება 12 თვიანი კვლევითი მივლინებით ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიწვეული მკვლევარი შეირჩევა საკონკურსო წესით უნივერსიტეტისა და ფონდის გაერთიანებული კომისიის მიერ. 

 

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk/), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების (http://www.rees.ox.ac.uk) ყველა სამეცნიერო მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში. კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევრის სტატუსს და 2017 წლის იანვრიდან გაემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში საკუთარი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.

 

საგრანტო დაფინანსება მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს: ა) მოწვეული მკვლევრის სტიპენდიას - 20 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში; ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციულ ხარჯს - 10 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს.

 

კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

კონკურსის ფარგლებში სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს. 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს.

 

საკონფერენციო გრანტების კონკურსის  მიზანია, ხელი შე­უწყოს საქართველოში საერთაშორისო და რეგიონული სა­მეც­ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპო­ზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვ­ლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარი­ზა­ციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებუ­ლებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

 

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვარში გამოაცხადებს სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს

 

კონკურსის მიზანია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

კონკურსის ფარგლებში სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით. თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს. 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები   განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის 20 იანვარს გამოაცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს.

დაფინანსების მოსაპოვებლად, საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს-ახალგაზრდა მეცნიერს,  რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც იგი  გეგმავს სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გავლას, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, რომელიც მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღიდან ბოლო 7 წლის პერიოდში, ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი და  ეწევა სა­მეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესე­ბულებაში.

ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც  მიღებული აქვს ამავე კონკურსის გრანტი ბოლო ერთი  წლის წინ, ვერ მიიღებს მონაწილეობას 2016 წლის კონკურსში (სტაჟირების კონკურსში მიღებული გრანტის პერიოდის დამთავრებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 1 წელი).

საგრანტო პროექტის მინიმალური ხანგრძლივობაა 2 თვე, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა - 6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 7, 8 თვის დაფინანსებაც,  რაც მოითხოვს აპლიკანტის მიერ სტაჟირების ვადების  დამატებით დასაბუთებას(დეტალური სამუშაო გრაფიკი დამატებით თვეებზე და მომწვევი მხარისგან დამატებითი თვეების საჭიროების წერილობითი დასაბუთება).

სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან  და დასრულდეს  არაუგვიანეს  2017 წლის 1 ნოემბრისა.     

ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 35 000 ლარს.

კონკურსში განაცხადის რეგისტრაციის ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა ელ. ფოსტის საშუალებით შესაძლებელია 2016 წლის 20 იანვრიდან - 2016 წლის 17 მაისის 18:00 სთ-მდე;
  • კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფონდის კანცელარიაში ჩაბარება - 2016 წლის 19 მაისის 18:00 საათამდე;
  • დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის იანვრიდან გამოაცხადებს მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა   კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“  მიზანია ზოგად საგანმანათლებო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება-სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც არის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სახელმწიფო და კერძო სკოლების) VII-XII კლასის მოსწავლე. „ინტელის“ საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (Intel ISEF) მონაწილეობის მიღება შეუძლია 2015 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსში ,,ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულ  მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეებს. 

კონკურსი ჩატარდება ორ  ეტაპად: 

კონკურსის პირველ ეტაპზე, საგანაცხადო ფორმა და  კვლევის გეგმა/პირველადი იდეა (ატვირთული PDF ფაილის სახით) კონკურსის მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს ელ. ფოსტის მისამართზე: leonardo@rustaveli.org.ge. საკონკურსო კომისია  წარდგენილ საგანაცხადო ფორმასა და  კვლევის გეგმას/პირველად იდეას განიხილავს პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით  და განსაზღვრავს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს. 

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა, განაცხადი უნდა დაარეგისტრირონ ფონდის ელექტრონულ ბაზაში. ფონდის ელექტრონულ ბაზაშივე უნდა აიტვირთოს პროექტის აღწერილობისა და საილუსტრაციო მაკეტის/მოდელის ან/და ნახაზის შემცველი ელექტრონული ფაილები (ფოტოები). დასაშვებია ნახაზების დასკანირებული ვარიანტის ატვირთვა. ასევე, უნდა აიტვირთოს ხელმძღვანელის და შესაბამისი დარგის მეცნიერის ან ზედამხედველის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პროფესიული ბიოგრაფიები. განაცხადის დარეგისტრირების შემდეგ მონაწილეებმა უნდა ამობეჭდონ შევსებული განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ და ხელმოწერილი სახით (საილუსტრაციო ნახაზთან /მოდელთან/მაკეტთან ერთად) წარადგინონ ფონდში, ხოლო რეგიონებში მცხოვრებმა მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული  ორგანოების   (შესაბამისი   რაიონის) საგანმანათლებლო     რესურს-ცენტრში. 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის იანვარში.

 

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2016 წლის თებერვალში გამოაცხადებს მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსს

კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი.

კონკურსში მონაწილე პროექტის  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 4-10 თვე, ფონდიდან მოთხოვნილი ჯამური ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია - პროგრამა და პირობები, კონკურსის ადმინისტრირების განრიგი, ჯგუფური კონსულტაციების თარიღები,   საგრანტო დოკუმენტაციის შესავსები ფორმები განთავსდება ფონდის ვებგვერდზე 2016 წლის 10 თებერვლამდე.

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს და გისურვებთ წარმატებებს!