შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ტრენინგი ,,ჰორიზონტი 2020”-ის პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობებზე

27-28 ოქტომბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის მეცნიერული კვლევების ხელშეწყობისა და საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების მიზნით,  ჩატარდა ტრეინინგი საქართველოს მეცნიერთათვის და კვლევითი ინსტიტუციების მიერ დასახელებული პირებისათვის. ტრენინგს უძღვებოდა  ტალინის უნივერსიტეტის დოქტორი აბელ პოლესე. 

ტრეინინგი - ‘Navigating H2020 and its rules principles Opportunities and challenges  for Georgian scientists’ შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020”-ში და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით კონკურსებში საქართველოს მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობებს, კვლევითი პროექტების დაფინანსების მოპოვების საშუალებებს, საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებისა და კოლაბორაციის გაზრდის გზებს. 

ტრეინინგის დასრულების შემდგომ, მონაწილეები მიღებული ინფორმაციას და ცოდნას გაუზიარებენ კოლეგებს  თავიანთი ინსტიტუციებში პრეზენტაციისა თუ სამუშაო შეხვედრის ფორმატში.