ტრენინგი - „ჰორიზონტი 2020“- თვის საპროექტო წინადადების წერა
8 ნოემბერს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის - IncoNet EaP ორგანიზებით ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრენინგი.
ტრენინგს უძღვებოდნენ ესტონეთის კვლევის საბჭოს, ავსტრიის სოციალური ინოვაციის ცენტრის, მოლდოვას მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პროექტების ცენტრის, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური და ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტისა და საერთაშორისო ორგანიზაციიდან - რეგიონალური და საერთაშორისო კვლევების ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები. მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს: H2020-ის სამუშაო პროგრამა(როგორ უნდა მოვძებნოთ შესაბამისი წინადადება); მონაწილეობის გაფართოვება; საპროექტო წინადადების მომზადებისა და წარდგენის სფეციფიკა; ფინანსური და სამართლებრივი საკითხები.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო „ჰორიზონტი 2020“-ის პროგრამებში მონაწილეობით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებისთვის გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები.
ტრენინგის პრეზენტაციები და სამუშაო მასალები იხილეთ ბმულებზე:
Adam Głuszuk How to find an appropriate call?
Gorazd Weiss, Centre for Social Innovation (Austria) - Financial and Legal Issues under Horizon 2020
ARIaT - Horizon 2020 Annotated Research and Innovation Actions Template
Factsheet: Rules under Horizon 2020
HORIZON 2020 – WORK PROGRAMME 2016-2017