შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

23 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში  პასკალ მენიემ  და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარიმ. 

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კვლევის პოლიტიკისადმი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.  აღნიშნული მემორანდუმით, მხარეები თანხმდებიან, რომ მათი საერთო ინტერესია ინფორმაციის, გამოცდილების და შეხედულებათა გაზიარება თავიანთი შესაბამისი საქმიანობის სფეროს მიხედვით. ასეთი სფეროა მეცნიერების დაფინანსება, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, მეცნიერების პოპულარიზაცია.

მხარეთა შორის თანამშრომლობის მიმართულებები შესაძლოა გულისხმობდეს მობილობის ხელშეწყობას, ბილატერალური თანამშრომლობის სქემას ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და სემინარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამას საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, საერთაშორისო ჩარჩო პროგრამაში ერთობლივი მონაწილეობის ხელშემწყობ პროგრამას, მეცნიერების პოპულარიზაციის წახალისების ერთობლივ ღონისძიებებსა და სხვა საკითხებს.