შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ვებინარი „მედიცინა და ხელოვნება”

19 ივნისს  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით  გაიმართა  ონლაინ ლექცია  „მედიცინა  და ხელოვნება”, რომელიც   ფონდის გრანტიორმა,    მედიცინის დოქტორმა,   პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებულმა  პროფესორმა  და ფიზიოლოგია-ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ- თანამშრომელმა  გელა ბესელიამ ჩაატარა. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ ისაუბრეს  მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის მნიშვნელობაზე, აღინიშნა, რომ „მედიცინა  და ხელოვნება”  ერთ-ერთი წარმატებული გამარჯვებული პროექტია. გელა ბესელიამ  წარადგინა  პრეზენტაცია   მედიცინის  და ხელოვნების  ინტეგრაციის,  ურთიერთზემოქმედების შესახებ. მედიცინის და ხელოვნების ინტეგრაცია  კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის განვითარების ეფექტური საშუალებაა, მათი თანამშრომლობით, ურთიერთგავლენით  სასარგებლო ცოდნა და შემოქმედებითი აზროვნება იბადება.

პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ გულისხმობს საბავშვო უნივერსიტეტის,  სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებას და განხორციელებას, რომელიც განიხილავს ხელოვნებასთან  ურთიერთკავშირით  და სინთეზით ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა ნეირომეცნიერებები,  ანატომია და მორფოლოგია,   იმუნოლოგია და ინფექციური დაავადებები,  ადამიანის გენეტიკა, სამედიცინო ქიმია და სხვა, ასევე ვაქცინაცია, რაც  დღეს აქტუალურია.  დასასრულს, პროექტის ავტორმა უპასუხა ღონისძიების  მონაწილეების  მრავალრიცხოვან  კითხვებს.