შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
EN

კონკურსი კოსმოსური კვლევებით დაინტერესებული პირებისთვის

ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში დაფინანსებულ კონკურსზე, რომელიც ითვალისწინებს მცირე ზომის კოსმოსური თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების დაბალ ბიუჯეტური მეთოდის შემუშავებასა და დანერგვას.

კონკურსი მიზნად ისახავს, გამოავლინოს მცირე კოსმოსური თანამგზავრების ორბიტაზე გაშვების ინოვაციური და ხელმისაწვდომი მეთოდი, რათა გაიზარდოს ევროპის წვდომა კოსმოსზე და თანამგზავრების დახმარებით, ხელმისაწვდომი გახადოს ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომლებითაც ისარგებლებენ ევროპული კომპანიები, უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები და აშ.

მცირე ზომის სატელიტები, მოწყობილობებია, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება უკაბელო კავშირგაბმულობასა და ქსელებისთვის, ინტერნეტისთვის, ასევე მეცნიერული დაკვირვებასა და ინფორმაციის შეგროვებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ან ევროკავშირის კვლევის და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-თან ასოცირებულ ქვეყნების წარმომადგენლებს.  კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური განაცხადების (ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები), ასევე ჯგუფების, კონსორციუმის მიერ, გამარჯვებულ პროექტს გადაეცემა ევროკომისიის პრიზი 10 მილიონი ევრო.

მონაწილეობა შესაძლებელია 2018 წლის 12 ივნისიდან და ბოლო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 1 ივნისი. კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური განაცხადების წარდგენა (ფიზიკური და იურიდიული პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები), ასევე ჯგუფების, კონსორციუმის მიერ.

კონკურსის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ევროპული კომისიის ვებგვერდს.