შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

დოკუმენტური ფილმის „ნეანდერტალელები საქართველოში“ ჩვენება

 

5 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ნეანდერტალელები საქართველოში“ ჩვენება.  ფილმი გადაღებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით,  მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული  პროექტის „არქეოლოგია ყველასათვის" (SPG-21-420) ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელი- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი  ნიკოლოზ წიქარიძე. ფილმში აღწერილია ცუცხვათის მღვიმურ კომპლექსსა და საკაჟიას მღვიმეებში მიმდინარე კვლევები და ახალი აღმოჩენები, ნეანდერტალელთა ისტორია და მათი კულტურა. ფილმი ეძღვნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, არქეოლოგ ერეკლე ქორიძისა  და ცუცხვათის მღვიმური კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრის,  შაქრო ფორჩხიძის ხსოვნას.