შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ფუნქციონალურ-დიფერენციალურ და დისკრეტულ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცვის შესახებ

2012 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N 31/09: ფუნქციონალურ-დიფერენციალურ და დისკრეტულ განტოლებათა ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცვის შესახებ, ივ. ჯავაიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის რომან კოპლატაძის ხელმძღვანელობით. პროექტის განხორციელების მიზანი იყო ფუნქციონალურ დიფერენციალური და დისკრეტული განტოლებების ამონახსნების ასიმპტოტური ყოფაქცევის შესწავლის ახალი მეთოდის შექმნა.

პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ იქნა ახალი ტიპის შედეგები ფუნქციონალურ დიფერენციალურ განტოლებათა ქრობადი, რხევადი და შემოუსაზღვრელი ამონახსნების არსებობის შესახებ. შესწავლილი იქნა ემდენ-ფაულერის და წრფივი განტოლების განზოგადოებული ე.წ. არსებითად არაწრფივი და თითქმის წრფივი დიფერენციალური განტოლებები. ასეთი ტიპის განტოლებები პირველად იყო შესწავლილი.გარდა ამისა შესწავლილი იქნა დისკრეტული განტოლების ამონახსნების რხევადობის საკითხი, სადაც მიღებულია ოპტიმალური სახის შედეგები. ეს შედეგები წარმოადგენს ადრე კარგად ცნობილი შედეგების განზოგადოებას.

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები გამოქვეყნებული იქნა 5 საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად და 3 რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში.ს

საერთაშორისო მაღალრეიტინგულ (იმპაქტ ფაქტორის მქონე) რეფერირებად

სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვყნებული სტატიები:

  1. "On asymptotic behavior of solutions of generalized Enmden-Fowler differential equations with delay argument". 2014, Art. ID 168425, 13pp. Abstract and Applied Analysis Hindawi Publishing Corporation, რ. კოპლატაძე, ა. დომოშნიცკი.
  2. " Oscillation criteria for first order linear difference equations with several delay arguments”. 17 (2014), no. 2, 248-267. Nonlinear Oscillations, Springer, რ. კოპლატაძე, ს. პინელას.
  3. "Oscillation criteria for differential equations with several non-monotone arguments”. 53 (2015), no. 3, 14pp. Funkcialaj Ekvacioj Japan Publications Trading Go. Ltd. რ. კოპლატაძე, ჯ. ინფანტე, ი. სტავროლაკისი.
  4. "The specific properties of solutions of first order differential equations with several delay arguments”. 50 (2015), no. 5, 229-235. Journal of Contemporary Mathematical Analysis Springer, რ. კოპლატაძე.
  5. "On higner order generalized Emden-Fowler differential equations with delay arguments". 18 (2015), no. 4, 507-526. Nonlinear Oscillations, Springer, რ. კოპლატაძე, ა. დომოშნიცკი.

რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვყნებული სტატიები:

  1. On oscillatory properties of solutions of n-th order generalized Emden-Fowler differential equations with delay argument”. 40 (2014), 32-38, Reports of Seminar of I. Vekua Institute of Applied Mathematics რ. კოპლატაძე.
  2. ”Oscillation criteria for difference equations with severaldelay arguments”. 40 (2014), 28-31, Reports of Seminar of I. Vekua Institute of Applied Mathematics, რ. კოპლატაძე.
  3. Oscillation criteria for differential and discrete equations with several delays. 18 (2014), 3-10, Bulletin of TICMI, რ. კოპლატაძე.