შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი

2012 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N AR - 30/03: “ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი”, პროექტის ხელმძღვანელი იყო ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი თამარ მახარობლიძე. პროექტის მთავარი მიზანი გახლდათ ქართული ჟესტური ენის ლექსიკონის შექმნა, რაც წარმატებით განხორციელდა. სამუშაო პროცესი მოიცავდა პარალელურ რეჟიმში მიმდინარე ორ ფაზას: ენის წყაროებთან მუშაობასა და გამოკვლეული ლექსიკური ერთეულების ვიზუალიზაციას. ეს უკანასკნელი მოიაზრებდა დადგენილი და გამოკვლეული ჟესტის ფოტოგრაფირებას, გრაფიკული მხატვრობის შექმნა, ვიდეოფორმატირება და მასალის კომპიუტერიზაცია. ენობრივი ანალიზი კი გულისხმობდა ჟესტის დესკრიფციულ ანალიზსა და ტიპოლოგიზაციას, ანუ სხვა ჟესტურ ენებთან მიმართებაში მასალის გადააზრებას - საკონფერენციო და საკვლევი მასალებისთვის.

განსხვავებულ ენობრივ წყაროებთან მუშაობის მეთოდით გამოკვლეულ იქნა ქართული ჟესტური ენის ლექსიკური დონის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამ ენის მთელი აქტიური ფონდი. პარალელურ რეჟიმში მოხდა გამოკვლეული ერთეულების (ჟესტების) ვიზუალიზაცია (ფოტოგრაფირება, გრაფიკული მხატვრობა, ვიდეოფორმატირება) და ენობრივი ანალიზი – დესკრიფცია. დამუშავდა ლექსიკონის ტექსტური ნაწილი, მოხდა ვიზუალური და ვერბალური მასალის გამთლიანება და დიგიტალიზაცია თითოეული ერთეულისათვის.

პროექტის ფარგლებში შექმნილი ინტელექტუალური პროდუქტი რეალურად დაეხმარება ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებს შეისწავლონ ქართული ჟესტური და სამეტყველო ენები. ასვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ქართული ჟესტური ენის ლექსიკის ათვისება. 

საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები წარდგინდა 5 საერთაშორისო კონფერენციაზე და შედეგები გამოქვეყნდა კონფერენციების მასალებში. მიღებული შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა საერთაშორისო მაღალრეიტინგულ რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში:

  1. 2015 Indirect object markers in Georgian Sign Language. Sign Language & Linguistics. #18 (2)  John Benjamins Publishing Company თამარ მახარობლიძე
  2. 2013 On Georgian Dactyl Alphabet. INDIAN JOURNAL OF APPLIED LINGUISTICS – IJOAL (Vol. 40, No. 1-2, Jan-Dec 2014)C/o BAHRI PUBLICATIONS, Kalkaji, New Delhi. თამარ მახარობლიძე
  3. 2013 Georgian Sign Language Electronic Dictionary. International Journal of Computer and Information Technology. ISSN 2279-0764. vol. XX issue XX –XXXXXXXX 201X www.ijcit.com; International Journal of Computer and Information Technology www.ijcit.com; თამარ მახარობლიძე
  4. 2013 The Georgian Dactyl Alphabet Disability studies Quarterly. DSQ, Vol. 33, No.3 http://dsq-sds.org/article/view/3318 Disability studies Quarterly. 3  http://dsq-sds.org/article/view/3318, თამარ მახარობლიძე

სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით გამოიცა ორი წიგნი.

  1. 2015 ქართული ჟესტურის ენის ლექსიკონი. ISBN 978-9941-16-225-5 1368 gv. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. თბილისი. თამარ მახარობლიძე
  2. 2015 ქართული ჟესტურის ენის საარჩევნო ლექსიკონი. ISBN 978-9941-18-224-2; 291gv. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ საელჩო. თბილისი. თამარ მახარობლიძე