შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

„ნაპირდაცვისა და ჰიდროენერგეტიკის ერთობლივი პრობლემის რეალიზაციის თანამედროვე მეთოდიკა“

 2014 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი სახელწოდებით : „ნაპირდაცვისა და ჰიდროენერგეტიკის ერთობლივი პრობლემის რეალიზაციის თანამედროვე მეთოდიკა“

  •  პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი: ლია მაჭავარიანი

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ნიადაგების გეოგრაფიის კათედრის გამგე; თსუ ზსმ ფაკულტეტთან არსებული „გამოყენებითი ეკოლოგიის“ ინსტიტუტის დირექტორი; გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი სპეციალობით „გეოეკოლოგია“ (თსუ, 2006), ს-მ მეცნ. კანდიდატი სპეციალობით „ნიადაგმცოდნეობა“ (სსაუ, 1989); თსუ სადოქტორო პროგრამის „გამოყენებითი ეკოლოგია“ ხელმძღვანელი, სამაგისტრო პროგრამის „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ თანახელმძღვანელი, საბაკალავრო პროგრამის „გეოგრაფია“ ხელმძღვანელი; 180 პუბლიკაციის ავტორი (სამეცნიერო, სასწავლო, სამეცნიერო-პოპულარული და სხვ.); 5 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი; მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმზე (კონფერეცია, სიმპოზიუმი, ვორკშოპი): აშშ, იაპონია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ნორვეგია, რუმინეთი, ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი  და სხვ.

  • ძირითადი პერსონალი: გიორგი მეტრეველი

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახ. უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოყენებითი ეკოლოგიის ინსტიტუტის ზღვის ეკოლოგიისა და ნაპირდაცვის განყოფილების გამგე; აშშ მეტეოროლოგიური საზოგადოების წევრი. საქართველოს გეოფიზიკური ჟურნალის რედკოლეგიის წევრი. საქართველოს გარემოს  და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს 175 სამეცნიერო ნაშრომი, სამი მონოგრაფია, ერთი სახელმძღვანელო.

  • ნოდარ წივწივაძეტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ჰიდრომექანიკისა და ოკეანოლოგიის ლაბორატორიის  გამგე; ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი ეკოლოგიის დარგში; ეუთოს ექსპერტი ირიგაციისა და სასმელი წყალმომარაგების საკითხებში; გაეროს განვითარების პროგრამის სერტიფიცერებული ექსპერტი კატასტროფების რისკების შემცირების საკითხებში; იუნესკოს სამთავრობათაშორისო ოკეანოგრაფიული კომისიის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე; შავი ზღვის აუზის ქვეყნების სამეცნიერო საბჭოს წევრი ეკოლოგიისა და ენერგეტიკის სფეროში (BSERA-NET); 187 სამეცნიერო სტატიისა და რეკომენდაციის ავტორი. 7 გრანტის ხელმძღვანელი; ქ. ფოთის ნავსადგურის მოლოების რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელი; მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და ყრილობის მონაწილე.

ჰიდროენერგეტიკის განვითარება სერიოზულ კონფლიქტს უქმნის ზღვის ნაპირდაცვას და მოსახლეობის უსაფრთხოებას. ამის მიზეზია მდინარეზე წყალსაცავის შექმნის აუცილე­ბლობა. კაშხალი კეტავს ნატანის ნაკადს, რომელიც აუცილებელია ზღვის ნაპირდამცავი პლაჟებისათვის. ამასთან, წყალსაცავში აკუმულირებული ნატანი თანდათან ამაღლებს შენაკადების კალპოტებს და ამით იზრდება მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის გამანადგურებელი კატასტროფული წყალდიდობების ალბათობა. ეს პრობლემა საქართველოში მაშინ გამწვავდა, როდესაც მდ. ჭოროხსა და მის შენაკადებზე წყალსაცავების კასკადების მშენებლობა დაიწყო. ეს ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები 500 წლის განმავლობაში შეაკავებენ მდინარის ნატანს, რაც გამოიწვევს ნაპირდამცავი პლაჟების განადგურებას, და ზღვა უშუალოდ ბათუმს დაემუქრება. ასეთი სცენარით მოვლენების განვითარების ასაცილებლად საჭირო გახდა ისეთი მეთოდიკის შექმნა, რომლითაც შეიძლებოდა აღნიშნული კონფლიქტების აცილება, თან გარემოს ზიანის გარეშე და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლით. ამისათვის საჭირო იყო წყალსაცავში ნატანის აკუმულაციის რეჟიმის გამოკვლევა და აკუმულირებული ტანის ე.წ. „მოსილვის პრიზმის“ სივრცე-დროითი დინამიკის შესწვლა. ამ მიზნით, მთის სამ მცირე, უხვნატანიან მდინარეზე მოეწყო ორწლიანი ნატურული ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტის და მოქმედი წყალსაცავების  მოსილვის პრიზმების საველე გამოკვლევების შედეგები განზოგადდა დასკვნების სახით: 1. მოსილვის პრიზმის ჩამოყალიბება გრძელდება მანამ, ვიდრე  მდინარე მასზე გამოიმუშავებს ე.წ. „წონასწორულ კალპოტს“, რომლის დახრილობა ისეთია, რომ მას შეუძლია ყველაზე მსხვილი დიამეტრის ნატანის ტრანსპორტრება ქვედა ბიეფში; 2. მოსილვის პრიზმი შედგება ძირითადი ნაწილის და შლეიფისგან. პირველი მათგანი წყალსაცავშია მოქცეული, მეორე მისი გაგრძელებაა შენკადების კალაპოტებში; 3. მოსილვის პრიზმის ზღვრული მოცულობა და სიგრძე თითქმის 1,5-ჯერ აღემატება წყალსაცავის საპროექტო პარამეტრებს; 4. ჰიდროენერგეტიკის კონფლიქტური შედეგების მინიმიზაციისათვის ყველზე ეფექტიანი გზაა წყლსაცავის პერმანენტული განტვირთვა პლაჟამგები ნატანისაგან კარიერების სისტემით; 5. გუმათის წყალსაცავის მოსილვის პრიზმის მოცულობა 2016 წლისათვის თითქმის 50,0 მლნ. მ3-ია, საიდანაც 12 მლნ. მ3 პლაჟამგები მასალაა; 5. ბათუმის პლაჟების შესავსებად  წლიურად საკმარისია 50-70 ათასი მ3, ქობულეთი-შეკვეთილის და ფოთის სანაპიროებისათვის 30-50 ათასი მ3. 6. შემუშავებულია ნტანის ტრნსპორტირების ტრაექტორია გუმათის წყალსაცავიდან ზღვის სანაპირომდე.

  • პროექტის შედეგები, სხვადასხვა ეტაპზე, მოხსენებების სახით, წარდგენილ იქნა 7 საერთაშორისო კონფერენციაზე, სიმპოზიუმსა და სემინარზე: იაპონია, საფრანგეთი, აშშ, თურქეთი, შრი-ლანკა, ნიდერლანდები, საქართველო.
  • პროექტის თემატიკაზე გამოქვეყნდა 8 სამეცნიერო პუბლიკაცია რეიტინგულ რეცენზირებად და რეფერირებად საერთაშორისო ჟურნალებში, მათგან 2 – ტომსონის კლასიფიკატორში ინდექსირებულ იმპაკტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში.
  • პროექტის სადემონსტრაციო დღე (შემაჯამებელი სემინარი) ჩატარდა ქ. დელფტში (ნიდერლანდები) იუნესკოს წყლის განათლების ინსტიტუტში (UNESCO-IHE, Institute for Water Education) საერთაშორისო ვორკშოპის „წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“ (WRMW2017) ფარგლებში.
  • პროექტის შესახებ ძირითადი ინფორმაცია: შედეგები, რეკომენდაციები და სხვა აქტოვიბები ასახულია ვებ-გვერდზე: https://msphproject.wordpress.com/
  • ინფორმაცია პროექტის შესახებ გაშუქდა გაზეთებში: „თბილისის უნივერსიტეტი“, 29 მაისი, #6 (2208), 2017, გვ. 6 ; „უნივერსიტეტი“, #8 (75), 2017, გვ. 3.