შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

„ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გაძლიერება წყალგამწმენდ ნაგებობაზე წარმოქმნილი ნარჩენების აგროსექტორში გამოყენების მეთოდოლოგიის შემუშავების გზით“ პრეზენტაცია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა STEM-2022 მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის STEM-22-759 ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების გაძლიერება წყალგამწმენდ ნაგებობაზე წარმოქმნილი ნარჩენების აგროსექტორში გამოყენების მეთოდოლოგიის შემუშავების გზით“ პრეზენტაცია.

მულტიდისციპლინური პროექტი დაიწყო 2022 წლის 23 დეკემბერს ორი მოწინავე უნივერსიტეტის ბაზაზე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი (სტუ),  პროექტის ხელმძღვანელი- თსუ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის  კათედრის ასისტენტ პროფესორი ნინო თაყაიშვილი. 

პრეზენტაცია წარადგინეს ორივე შემსრულებელი ორგანიზაციის წარმომადგენელმა: პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პროფ. ნინო თაყაიშვილმა (თსუ) და ძირითადმა შესრულებელმა დოქ. ნათელა ძებისაშვილმა (სტუ).

პრეზენტაციაზე მოხდა პროექტის ფარგლებში შესრულებული ექსპერიმენტული კვლევითი სამუშაოების და პროექტის შედეგების განხილვა. კერძოდ: ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად, საქართველოს სპეციფიკიდან

(ეკონომიკური და სოციალური ასპექტები) გამომდინარე, სამეურნეო/კომერციული, საყოფაცხოვრებო და ქუჩის ნარეცხი ჩამდინარე (არინების სისტემაში მოხვედრილი) წყლების გარდაბნის წყალგამწმენდ ნაგებობაზე დამუშავების შედეგად გენერირებული ნარჩენის (ლამის) კომპლექსური კვლევა და აგროსექტორისათვის მისი რაციონალური და უსაფრთხო გამოყენების მეთოდოლოგიის შემუშავება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სტუ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წყლის გაერთიანებული კომპანიის თანამშრომლები, აგრეთვე თსუ-ს და სტუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.

პრეზენტაციის დისკუსიის დროს აღინიშნა პროექტის დიდი მნიშვნელობა ისეთი რთული საკითხის გადაწყვეტისას, როგორიცაა ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებით გათვალისწინებული რაციონალური, უდანაკარგო და ეფექტიანი მართვის მიდგომების იმპლემენტაცია.