შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის პრეზენტაცია

27 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის  სააქტო დარბაზში  გაიმართა ფილოლოგიის დოქტორის,   მაია ნაჭყებიას მონოგრაფიის - „ქარო, სად მისწვდე, მიიღე ამბავნი არ სამრუდენი“ -  ქეთევან წამებული XVII-XVIII სს. ქართულ და ევროპულ მწერლობასა და ისტორიულ წყაროებში - წარდგენა.

წიგნი გამოცემულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში (# SP-23-825).

მონოგრაფიის მნიშვნელობის,  სამეცნიერო სიახლისა და  ღირებულების შესახებ ისაუბრეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ,   ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორმა, პროფესორმა მაკა ელბაქიძემ,  წიგნის რედაქტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორმა, პროფესორმა   ირაკლი კენჭოშვილმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა  დოქტორმა, პროფესორმა  ზაზა აბზიანიძემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ივანე ამირხანაშვილმა,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა კვაჭანტირაძემ  და სხვებმა.

მონოგრაფიაში  სიღრმისეულად,  მრავალი ასპექტით არის განხილული  ქეთევან დედოფლის ცხოვრება და მოღვაწეობა, გაანალიზებულია,  თუ როგორ არის წარმოჩენილი ქეთევან წამებული,   როგორც ბაროკოს ეპოქის მორალური გმირი ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში;  ქეთევან დედოფლის აღმსარებლობის საკითხი ევროპულ წყაროთა შუქზე,  ქეთევანის კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებული პერიპეტიები, პოლიტიკური მიზეზები და ისტორიული ფონი;  წარმოჩენილია სხვადასხვა  აქტუალური ლიტერატურათმცოდნეობითი, წყაროთმცოდნეობითი საკითხები.

მონოგრაფია  1624 წელს შირაზში  ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წლისთავისადმი მიძღვნილი  გამოცემაა.