შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში

2015 წლის რუსთაველის ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N SS_15_2_002, სათაურით „მე-2 საერთაშორისო სკოლა: შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ქეთევან კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2015 წლის  5-14  ოქტომბერს, ჩატარდა  მე-2 საერთაშორისო სკოლა - შემოდგომის ლექციები თბილისში - ბირთვული ფიზიკა მედიცინაში. ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის, ბონის და აახანის უნივერსიტეტის პროფესორებმა: იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფესორ სებასტიან შმიდტმა, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლებმა - პროფესორმა დეტლევ გოტამ, დოქტორებმა ანდრო კაჭარავამ და ირაკლი ქეშელაშვილმა. ასევე ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის პროფესრომა დიტერ ევერსაიმმა, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჯონ შაჰმა, ფარიდა გრინბერგმა და იულიხის საინჟინრო და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გჰალებ ნათუამ და დოქტორმა იორგ ვოლტერსმა.

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ დოქტორანტები, მაგისტრანტები, ბაკალავრები და სკოლის წარჩინებული მოსწავლეების ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ბირთვული ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის საკითხებით. ლექციები შედგებოდა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისაგან. ძირითადი ყურაღრება გამახვილებული იყო მედიცინაში ბირთვული ფიზიკის გამოყენებაზე და იულიხის კვლევით ცენტრში  ამ მიმართულებით განხორციელებულ უახლეს კვლევებზე. სკოლის მსველელობისას ამორჩეულ იქნა 6 საუკეთესო სტუდენტი, რომლებიც 2016 წლის გაზაფხულზე სტაჟირებას გაივლიან იულიხის კველვით ცენტრში. რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების ინტეგრირებას უცხოურსამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.