შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

სიმპოზიუმი „პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების. განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის"

2015 წლის საკონფერენციო საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტმა N CF/53/13-813/15, სათაურით „სიმპოზიუმი „პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების - სამედიცინო მომსახურების. განათლებისა და კვლევის - ინტეგრაციისათვის“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, დიმიტრი კორძაიას ხელმძღვანელობით.

სიმპოზიუმი ჩატარდა სასტუმრო „პრიმავერა“-ს საკონფერენციო დარბაზში (2015 წლის 13 ნოემბერი) და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 107 აუდიტორიაში (2015 წლის 14 და 15 ნოემბერი). სიმპოზიუმის მიზანი იყო საქართველოში პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვითი და საუნივერსიტეტო მდგენელების (სამედიცინო მომსახურება, განათლება, კვლევა) ინტეგრაციის გზით - ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტთა მზრუნველობის სისტემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა:

სიმპოზიუმზე:

  • ქართველი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დასაქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისათვის შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის შემდგომი განვითარებისათვის; 
  • ხელი მოეწერა მემორანდუმს თსუ მედიცინის ფაკულტეტზე პალიატიური მზრუნველობის „ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის“ დაფუძნების თაობაზე;
  • უნივერსიტეტისადმი სიმპოზიუმის რეკომენდაციებში აისახა გადაწყვეტილებები აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ისეთ საერთაშორისო მულტიცენტრულ კვლევებში ჩართულობის შესაძლებლობებისა და მექანიზმების თაობაზე, რომელთა შედეგების საფუძველზეც მუშავდება/ახლდება პალიატიური მზრუნველობის კლინიკური და ორგანიზაციული სტანდარტები;
  • რეკომენდაცია გაეწია ახლადდაფუძნებულ თსუ ჟურნალში „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ პალიატიური მედიცინის (მზრუნველობის) განყოფილების (რუბრიკის) დაარსებას და ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში სიმპოზიუმის მონაწილეთა არჩევას, ასევე მათთან მემორანდუმის გაფორმებას ჟურნალში შემოსული პროფილური სტატიების რეცენზირებისა და სელექციის საქმეში თანამშრომლობისათვის.


სიმპოზიუმის საკონფერენციო ნაწილის მუშაობაში მონაწილეობამიიღო 100-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის - საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თსუ-ის ადმინისტრაციის, თსუ მედიცინის, ფსიქოლოგიისა და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისა დ ასტუდენტების, საქართველოს ექიმთა ასოციაციის, პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაციის, ფონდ „ღიასაზოგადოება - საქართველოს“ და სხვათა ორგანიზაციებიდან. მრგვალი მაგიდების მუშაობასა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო მოწვეულმა პროფესურამ და ქართველმა ექსპერტებმა. 

სიმპოზიუმზე, პალიატიური მზრუნველობის კვლევის ევროპული ცენტრის (ტროდჰეიმი, ნორვეგია) ხელმძღვანელი, პროფესორი ს. კაასა არჩეულ იქნა თსუ-ის საპატიო დოქტორად.