შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წარმატებული პროექტები და მეცნიერები

თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები პრაქტიკულ პათოლოგიურ ანატომიაში

2015 წლის 9-11 ოქტიმბერს, ლოპოტას ტბაზე, სასტუმროში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - "თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები პრაქტიკულ პათოლოგიურ ანატომიაში". კონფერენციის უმეტესი ნაწილი დაეთმო პრაქტიკული შემთხვევების განხილვასა და დისკუსიებს. თითოეული შემთხვევა წარმოდგენილ

იქნა მოკლე სამეცნიერო-ლიტერატურულ მიმოხილვასთან ერთად. ამ ნაწილში დეტალურად შეფასდა თანამედროვე საერთაშორისო

პროტოკოლებით მოცემული რეკომენდაციები, უახლესი მიდგომები და ხედვა დიაგნოსტიკაში. ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის

მიწოდებული იქნა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ალგორითმები, ასევე მონაწილეთა

ინდივიდუალური გამოცდილება, რათა მათ სწორი მიმართულებით განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, განხილულ

იქნა თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების როლი და მნიშვნელობა პათოლოგანატომიურ დიაგნოსტიკაში და კვლევაში.

შეფასდა საქართველოში უკვე დანერგილი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების პერსპექტივა და ახალი ტექნოლოგიების

დანერგვის შესაძლებლობები.