შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კონფერენციის 2018 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზანია:

ა)     საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სიმპოზიუმების ჩატარებას ფართო საზოგადოების ჩართულობით, საქართველოს შემსწავლელი კვლევების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე წარდგენას;

ბ)    საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული კვლევების შედეგების გავრცელებას (დისემინაციას);

გ)    სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მკვლევართა შორის გამოცდილების გაზიარებას;

დ)   საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას;

ე)     საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

 

2018 წლის კონკურსზე უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ   პროექტებს.

პროექტების წარმოდგენა შესაძლებელია:

  • ქართველოლოგიისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ნებისმიერი მიმართულებიდან;
  • ან თემატურად: ქართული მეცნიერება ღვინის შესახებ

საკონკურსო განაცხადით  გათვალისწინებული კონფერენცია შესაძლებელია ჩატარდეს 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

კონკურსის გამოცხადება - 2018 წლის 22 თებერვალი;

ჯგუფური კონსულტაცია  №1 -2018 წლის 12 მარტი 14:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის N1 , მესამე სართული);

ჯგუფური კონსულტაცია  №2- 2018 წლის 20 მარტს 16:00 საათზე, ფონდის საკონფერენციო დარბაზი (მ.ალექსიძის N1 , მესამე სართული); რეგისტრაცია

შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2018 წლის 26 მარტი

პროექტების გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (Grant Management Uunified System - GMUS) ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 მარტიდან 28 მარტის  16:00 საათამდე;

ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 29 მარტი 16:00 საათი;

კონკურსის შედეგების გამოქვეყნება -  აპრილი - მაისი.

 

კონკურსზე პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია კონკურსის გამოცხადების გვერდზე განთავსდა 2018 წლის 15 მარტს

 

ინდივიდუალური კონსულტაციები არ ჩატარდება!

 

დადგენილი ვადების, რეგისტრაციის წესებისა და კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკონკურსოდ არ განიხილება.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისი  №57/ნ ბრძანება;

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება;

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში;

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში;

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში;

ცვლილება ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში;

კონკურსის პირობები (დანართი 1);

საპროექტო წინადადება (დანართი 2, ქართულ და  ინგლისურ ენაზე);

პროექტში ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობაზე - Letter of Commitment (დანართი 3);

ცნობა თანადაფინანსების შესახებ (დანართი 4, ქართულ და ინგლისურ ენაზე);

პროექტის ბიუჯეტის დეტალური ხარჯვითი კატეგორიები (დანართი5).

პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი და ბიუჯეტი;

კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების ფორმა.

ხშირად დასმული კითხვები 

საკონსულტაციო პრეზენტაცია

კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კოორდინატორს ელ-ფოსტაზე: gc@rustaveli.org.ge

ფონდი გისურვებთ წარმატებებს!