შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების 2024 წლის კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

საკონფერენციო გრანტების კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა CG

 

კონკურსის მიზანი

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

 

საპროექტო განაცხადი ტიპი                         ინსტიტუციური

 

კონკურსის ძირითადი პირობები

 

საკონფერენციო გრანტების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  2. ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
  4. აგრარული მეცნიერებები;
  5. სოციალური მეცნიერებები;
  6. ჰუმანიტარული მეცნიერებები;
  7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

საკონფერენციო გრანტის მოსაპოვებლად პროექტს უნდა ჰყავდეს ძირითადი პერსონალი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირთა ჯგუფი, რომლებიც არიან პროექტით დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორები, პასუხისმგებელნი არიან პროექტის განხორციელებასა და ძირითადი ამოცანების შესრულებაზე. 

გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში წარმოდგენილ პროექტს უნდა ჰყავდეს წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ა(ა)იპ).

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს გრანტის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში.

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 170 000 ლარს.

 

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი

  • პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია - 2024 წლის 16 მაისიდან 30 მაისის 16:00 საათამდე
  • ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია - 2024 წლის 15 და 22 მაისის 15:00 საათი (კონსულტაციაზე დასასწრებად გადადით ბმულზე)
  • ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა – 2024 წლის 11 ივნისის 18:00 საათამდე
  • წარმოდგენილი განაცხადების ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენა) – 2024 წლის ივნისი
  • კონკურსზე წარმოდგენილი პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ – 2024 წლის ივლისი
  • კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ – 2024 წლის ივლისი
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება – 2024 წლის ივლისი
  • საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება – 2024 წლის ივლისი-აგვისტო

 

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები

  • კონკურსის პირობები - დანართი 1
  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - დანართი 2, ივსება GMUS-ში
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3
  • ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიები (CV) - დანართი 4, ივსება GMUS-ში „მეცნიერის პროფილის“ რეგისტრაციის დროს და PDF დოკუმენტის სახით იტვირთება ხელმძღვანელის მიერ პროექტის რეგისტრაციისას
  • გეგმა-გრაფიკი - დანართი 5, ივსება GMUS-ში
  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - დანართი 6, ივსება GMUS-ში
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 7
  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, დანართი 8 - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
  • საკონსულტაციო პრეზენტაცია 

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)

ხშირად დასმული კითხვები 

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაცია.
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე cg@rustaveli.org.ge

 

 

ფონდი გისურვებთ წარმატებას!