ფონდი აცხადებს 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსს
კონკურსის სახელწოდება
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
კონკურსის აბრევიატურა YS
კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს მათი სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას, თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობას, აგრეთვე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას.
საპროექტო განაცხადის ტიპი ინსტიტუციური
კონკურსის ძირითადი პირობები
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში პროექტების წარდგენა შესაძლებელია სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორით განსაზღვრულ შემდეგ მიმართულებებში:
- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ინჟინერია და ტექნოლოგიები;
- სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;
- აგრარული მეცნიერებები;
- სოციალური მეცნიერებები;
- ჰუმანიტარული მეცნიერებები;
- საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გრანტის მოპოვების მიზნით, პროექტი უნდა წარმოადგინოს ახალგაზრდა მეცნიერმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი მიენიჭა კონკურსის გამოცხადების თარიღამდე 7 წლის განმავლობაში და მასპინძელმა დაწესებულებამ ერთობლივად.
კონკურსში მასპინძელი დაწესებულების სახით მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (სსიპ), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (ა(ა)იპ), აგრეთვე, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა წესდებით/დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება.
- ახალგაზრდა მეცნიერს უნდა ჰყავდეს მენტორი მასპინძელი დაწესებულების აკადემიური/სამეცნიერო პერსონალიდან;
- ახალგაზრდა მეცნიერს შესაძლებელია ჰყავდეს კონსულტანტ(ებ)ი. კონსულტანტი შესაძლოა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე;
- პროექტში შესაძლოა ჩართული იყოს ერთდროულად არა უმეტეს 2 დამხმარე პერსონალი.
საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს ორი წელი.
ერთი საგრანტო პროექტისთვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში, 60 000 ლარს - ორ წელიწადში.
პროექტს შესაძლებელია ჰქონდეს თანადაფინანსება (დამატებითი ფინანსური წყარო), რომელიც ნაწილობრივ დაფარავს პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილს.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) ახალგაზრდა მეცნიერის სტიპენდიას (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 15 000 ლარს);
ბ) კვლევითი საქმიანობის ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 13 500 ლარს);
გ) ზედნადებ ხარჯებს (არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1500 ლარს)
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
5 აპრილი, 12 აპრილი და 19 აპრილი 14:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე);
5 აპრილის საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე .4 აპრილის 18:00 საათამდე. საკონსულტაციო შეხვედრაზე დასწრების ბმულს მიიღებთ დარეგისტრირებული ელექტრონულ ფოსტის მისამართზე შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
12 აპრილის საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებლად დარეგისტრირდით ბმულზე 11 აპრილის 18:00 საათამდე. საკონსულტაციო შეხვედრაზე დასწრების ბმულს მიიღებთ დარეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
19 აპრილის საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებლად დარეგისტრირდით ბმულზე 18 აპრილის 18:00 საათამდე. საკონსულტაციო შეხვედრაზე დასწრების ბმულს მიიღებთ დარეგისტრირებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.
22 აპრილი, 15:00 საათი - ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა კონკურსის ფინანსურ საკითხებზე.
26 მარტიდან - 26 აპრილის 16:00 საათამდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
13 მაისი 16:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
მაისი – კონკურსში რეგისტრირებული პროექტების ტექნიკურ ექსპერტიზა, კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
ივნისი - ნოემბერი – კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
ნოემბერი – დეკემბერი ექსპერტებისაგან და/ან ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისაგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით რანჟირებული სიების დადგენა მიმართულებების მიხედვით, გამარჯვებული პროექტების გამოვლენა და დამტკიცება, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანა;
ნოემბერი – დეკემბერი საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება და დაფინანსება.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის№ 135/ ნ ბრძანება
- ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 25 მარტის № 27 ბრძანება
- ცვლილება დირექტორის N 27 ბრძანებაში
- შეფასების კრიტერიუმები
პროექტის მომზადებისთვის საჭირო დანართები
- პირობები - დანართი 1
- პროექტის თავფურცელი - დანართი 2, ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (GEO/ENG) - დანართი 3
- ახალგაზრდა მეცნიერის, მენტორისა და კონსულტანტის პროფესიული ბიოგრაფია - CV (ნიმუში) (GEO/ENG) - დანართი 4
- მენტორის/კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი GEO/ENG) - დანართი 5
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (GEO/ENG) - დანართი 6, ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (ნიმუში)(GEO/ENG) - დანართი 7, ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 8
- ცნობა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე წვდომის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (GEO/ENG) - დანართი 9
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 10, გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- კონკურსში მონაწილე პროექტებისათვის საბოლოო ქულის გამოთვლისა და დაფინანსების წესი - დანართი 12
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული- გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით ys@rustaveli.org.ge
20/04/2021-მდე;
კოორდინატორები:
მირანდა თედეშვილი-პროგრამული საკითხები - 599340533 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
თორნიკე სხირტლაძე-პროგრამული საკითხები - 577711765 (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში)
მადინა გაურგაშვილი-კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში
საკონტაქტო ინფორმაცია-ys@rustaveli.org.ge
ფონდი გისურვებთ წარმატებას!